წესები და პირობები
წინამდებარე დოკუმენტში მოცემულია წესები, რომლებიც არეგულირებს ურთიერთობას თქვენსა (მომხმარებელს) და ფსიქოლოგს შორის. ვებსაიტით სარგებლობით და სესიის დაჯავშნით, თქვენ სრულად ეთანხმებით ამ პირობებს.
მომსახურების ფორმატი და ხანგრძლივობა:
-
ყველა ფსიქოლოგიური სესია ტარდება მხოლოდ ონლაინ ფორმატში.
-
სესიის ზუსტი ხანგრძლივობა და ღირებულება მითითებულია ვებსაიტის შესაბამის გვერდზე, კონკრეტული სერვისის არჩევისას.
-
ონლაინ კონსულტაცია არ წარმოადგენს გადაუდებელ ფსიქიატრიულ ან სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. კრიზისულ სიტუაციაში კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს გადაუდებელი დახმარების ოფიციალურ სამსახურს (112).
დაჯავშნა და ანგარიშსწორება:
-
სესიის დაჯავშნა ხდება ვებსაიტზე სასურველი დროის შერჩევით და მომსახურების საფასურის წინასწარი გადახდით.
-
ანგარიშსწორება ხორციელდება პარტნიორი ბანკების, ასევე Apple Pay და Google Pay სისტემების მეშვეობით.
სესიის გაუქმება და გადატანა:
-
სესიის გაუქმება ან დროის გადატანა შესაძლებელია სესიის დაწყებამდე არანაკლებ 24 საათით ადრე.
-
თუ კლიენტი გააუქმებს ან გადაიტანს სესიას 24 საათზე ნაკლებ დროში, გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება და სესია ითვლება ჩატარებულად.
-
ფსიქოლოგის მიზეზით სესიის გაუქმების შემთხვევაში, კლიენტს სრულად უბრუნდება გადახდილი თანხა ან სესია გადაიგეგმება მისთვის მისაღებ სხვა დროს.
დაგვიანების პოლიტიკა:
-
კლიენტის დაგვიანების შემთხვევაში, სესიის დრო არ ხანგრძლივდება და იგი დასრულდება წინასწარ დაგეგმილ დროს.
-
ფსიქოლოგის დაგვიანების შემთხვევაში, დაკარგული დრო სრულად ანაზღაურდება სესიის გაგრძელებით ან მომდევნო შეხვედრაზე დროის დამატებით.
ასაკობრივი შეზღუდვა
-
არასრულწლოვანი (18 წლამდე) პირებისთვის სესიის დაჯავშნა და მომსახურების მიღება შესაძლებელია მხოლოდ მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
