top of page

ონლაინ ფსიქოლოგიური კონსულტაცია ბავშვებისთვის, მოზარდებისა და ზრდასრულებისთვის.

ონლაინ სივრცე, სადაც ხდება ემოციების სიღრმისეულად გააზრება, შინაგანი განცდებისა და სირთულეების სიტყვებად ქცევა და ნაბიჯ-ნაბიჯ, იმ ინდივიდუალური გზების მიგნება, რომლებიც ადამიანს შინაგან სიმშვიდეს, უსაფრთხოებასა და საყრდენს უბრუნებს.

1

უფასო გაცნობითი კონსულტაცია

პირველი 15 წუთიანი შეხვედრა კითხვების გასარკვევად და იმის ერთობლივად შესაფასებლად, თუ რომელი ფორმის მხარდაჭერა შეიძლება იყოს თქვენთვის შესაფერისი. გაცნობითი საუბარი არ ცვლის კონსულტაციას ან თერაპიას, თუმცა ის პირველი ორიენტაციის შესაძლებლობას გაძლევთ.

15 წ

2

ონლაინ კონსულტაცია მოზარდებისთვის

კონფიდენციალური ონლაინ შეხვედრები მოზარდებისთვის, რომლებიც ეძებენ მხარდაჭერას ემოციურ სირთულეებთან, სტრესთან, შფოთვასთან, თვითშეფასებასთან, სკოლის გამოწვევებთან, ეკრანდამოკიდებულებასთან, ოჯახურ კონფლიქტებსა თუ ცხოვრების სხვა რთულ ეტაპებთან გამკლავებისას.

60 წ

3

ონლაინ კონსულტაცია 8 წლიდან ბავშვებისთვის

ონლაინ მხარდაჭერა ბავშვებისთვის ემოციური, სოციალური თუ ოჯახური სირთულეების დროს.

​

ჩაკეტილობა, სკოლაში წასვლაზე უარი, შიშები, ადვილად გაღიზიანებადობა თუ ქცევის ცვლილება ხშირად სწორედ იმ შინაგან წუხილზე მიგვანიშნებს, რომელსაც ბავშვი სიტყვებით ვერ გამოხატავს. მნიშვნელოვანია, ყურადღებით მოვუსმინოთ ამ სიგნალებს, დროულად შევამჩნიოთ ბავშვის საჭიროებები და შევქმნათ უსაფრთხო სივრცე მისი ემოციური კეთილდღეობის აღსადგენად.

45 წ

4

მშობელთა კონსულტაცია

ონლაინ კონსულტაცია მშობლებისთვის, რომლებსაც სურთ, უკეთ გაიგონ საკუთარი შვილის შინაგანი სამყარო და ყოველდღიურობაში უფრო თავდაჯერებულად დაუდგნენ მას გვერდით.

​

ეს შეხვედრები განსაკუთრებით ღირებულია იმ მშობლებისთვის, რომელთა შვილებიც ამ ეტაპზე უარს ამბობენ ფსიქოლოგთან ვიზიტზე. ასეთ დროს მშობელი თავად ხდება მთავარი საყრდენი — იღებს ცოდნასა და პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, თუ როგორ დაეხმაროს შვილს ეფექტურად და აღადგინოს მასთან ნდობით აღჭურვილი ურთიერთობა.

60 წ

5

ონლაინ კონსულტაცია ზრდასრულებისთვის

ონლაინ კონსულტაცია ზრდასრულებისთვის, რომლებიც მხარდაჭერას ეძებენ ცხოვრებისეული გამოწვევების, ურთიერთობების, ემოციური სირთულეების, სტრესის, შფოთვის, თვითშეფასების ამაღლების, მნიშვნელოვანი ცვლილებებისა თუ რთული ეტაპების გადალახვისას.

​ეს შეხვედრები გთავაზობთ უსაფრთხო სივრცეს საკუთარი ემოციებისა და საჭიროებების სიღრმისეულად გასააზრებლად, შინაგანი რესურსების აღმოსაჩენად და თქვენთვის ჰარმონიული გზების მოსაძებნად.

60 წ

6

ქოუჩინგი — მიზნების მიღწევა

გაქვს მიზნები, მაგრამ არ იცი როგორ მიაღწიო?

ან იცი, მაგრამ რაღაც ხელს გიშლის და უკან გხევს?

ან იქნენ საერთოდ არ იცი ამ მომენტში რა გსურს?

ქოუჩინგი დაგეხმარება გაარკვიო, რა გსურს, რა გიშლის ხელს მიაღწიო სასურველს პირად და პროფესიულ ცხოვრებაში. ქოუჩინგი ორიენტირებულია მომავალზე, რესურსების გაძლიერებასა და პრაქტიკული ნაბიჯების დაგეგმვაზე.

60 წ

+995501003479

თამარი სოხაძე

ინდივიდუალური მეწარმე

ID 20001060879

თბილისი, საქართველო

  • Facebook
  • Whatsapp
  • Instagram
  • TikTok
იურიდიული ინფორმაცია
ბიზნესის ზოგადი წესები და პირობები
გაუქმებისა და თანხის დაბრუნების პირობები

 

© 2026 Mtvare Psychology

​​

bottom of page