top of page
IMG_9937.HEIC

ვინ არის შენი ფსიქოლოგი?

მე ვარ თამარი სოხაძე - შენი ფსიქოლოგი.

​

ეს პროფესია იმისთვის ავირჩიე, რომ მქონოდა უნარი, დავხმარებოდი საკუთარ თავს ემოციების, ტრავმებისა თუ სირთულეების გადალახვაში, ჩემი პოტენციალის წარმოჩენასა და, ზოგადად, ადამიანების სიღრმისეულ გაგებაში.

​

ყოველთვის ვცდილობდი, ადამიანები მათი ქმედებების მიღმა დამენახა და მათი ნამდვილი მოტივები გამეგო.

მჯერა: როდესაც ადამიანი შინაგანად კარგადაა, ის არავის არაფერს უშავებს, ხოლო თუ სხვისთვის ზიანის მიყენებას ცდილობს, ეს იმას ნიშნავს, რომ თავად არის ცუდად და დახმარება სჭირდება.

​

ჩემი ცოდნა გამყარებულია ხანგრძლივი პრაქტიკით — როგორც საკუთარ თავზე მუშაობით, ასევე სხვა ადამიანებთან გამოცდილებით. ჩემი საქმიანობა მოიცავს ბავშვებთან, მოზარდებთან და ზრდასრულებთან მუშაობას.

​

მე მხარს ვუჭერ ჩემს კლიენტებს რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში, რათა მათ შეძლონ მტკივნეული გამოცდილების გადალახვა, შინაგანი ძალის, მოტივაციისა და ცხოვრების ხალისის დაბრუნება, ასევე ინდივიდუალური გადაწყვეტილებებისა და ახალი პერსპექტივების აღმოჩენა.

მე შემიძლია დაგეხმარო:

​

  • განავითარო მეტი თავდაჯერებულობა და შინაგანი სიმტკიცე;

  • საკუთარი აზრი მკაფიოდ და თავდაჯერებულად გამოხატო;

  • უკეთ დაინახო და გამოავლინო საკუთარი თავი და შენი ძლიერი მხარეები;

  • ნაკლებად იყო დამოკიდებული იმაზე, თუ რას ფიქრობენ სხვები შენზე;

  • განავითარო საკუთარი შესაძლებლობებისადმი ნდობა;

  • უკეთ გაიგო შენი შიშები და ეტაპობრივად დაძლიო ისინი;

  • იპოვო გამბედაობა, გადადგა ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმასაც დიდი ხანია ვერ ბედავ;

  • გაიაზრო ბავშვობის რთული გამოცდილებები და იმუშაო მათზე და გათავისუფლდე მათი გავლენისგან;

  • უკეთ გაუმკლავდე დეპრესიას, შფოთვას და ემოციურ სირთულეებს;

  • გათავისუფლდე დამოკიდებულებებისგან (მაგ: კვების, ტკბილეულის, მოწევის მიმართ და ა.შ;

  • აღმოაჩინო შენი პირადი მიზნები და ეტაპობრივად განახორციელო ისინი;

  • აღმოაჩინო და გააძლიერო საკუთარი შინაგანი რესურსები, რათა მეტი სიცხადე, პროდუქტიულობა და კრეატიულობა განივითარო.​

​

ჩემი მიზანია, დაგეხმარო ხანგრძლივი ცვლილებების მიღწევაში — ისე, რომ შეხვედრების განმავლობაში გამომუშავებული უნარები და სტრატეგიები ჩვენი ერთობლივი მუშაობის შემდეგაც გამოგადგეს.

​

რატომ ჩემთან?

​

ჩემი მიდგომა მიმართულია იმის გაგებაზე, თუ რა ინდივიდუალური მიზეზები და კავშირები დგას შენი დღევანდელი სირთულეების უკან და არა მხოლოდ ხილულ სიმპტომებზე მუშაობაზე. ერთად ვაკვირდებით იმ საკითხებს, რომლებიც გაწუხებს და მიზანმიმართულად ვმუშაობთ მათ საფუძველში არსებულ შაბლონებსა და მიზეზებზე.

​

ამგვარად, პროცესი შეიძლება გახდეს უფრო ეფექტური, ინდივიდუალური და მდგრადი. ჩემი მიზანია, მხოლოდ დროებითი ცვლილებები კი არ განიცადო, არამედ ისწავლო საკუთარი რესურსების გამოყენება და მომავალში გამოწვევებთან დამოუკიდებლად და უფრო თავდაჯერებულად გამკლავება.

+995501003479

თამარი სოხაძე

ინდივიდუალური მეწარმე

ID 20001060879

თბილისი, საქართველო

  • Facebook
  • Whatsapp
  • Instagram
  • TikTok
იურიდიული ინფორმაცია
ბიზნესის ზოგადი წესები და პირობები
გაუქმებისა და თანხის დაბრუნების პირობები

 

© 2026 Mtvare Psychology

​​

bottom of page