top of page

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა. ეს დოკუმენტი განმარტავს, თუ რა ინფორმაციას ვაგროვებთ და როგორ ვამუშავებთ მას.

სესიის დაჯავშნისას ჩვენ ვაგროვებთ მხოლოდ აუცილებელ ინფორმაციას:

​

  • სახელს, გვარს, ტელეფონის ნომერს და ელექტრონულ ფოსტას.

  • ფინანსური მონაცემები (ბარათის ინფორმაცია) მუშავდება უშუალოდ პარტნიორი ბანკებისა და საგადახდო სისტემების (Apple Pay, Google Pay) დაცულ გვერდებზე.

  • ჩვენ არ გვაქვს წვდომა და არ ვინახავთ თქვენს საბანკო რეკვიზიტებს.

სესიების კონფიდენციალურობა:

​

  • სესიის მსვლელობისას გაზიარებული ნებისმიერი ინფორმაცია არის მკაცრად კონფიდენციალური. ფსიქოლოგი ვალდებულია არ გადასცეს ეს ინფორმაცია მესამე პირებს კლიენტის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

  • ვიდეო ან აუდიო ჩაწერა სესიის მსვლელობისას აკრძალულია როგორც ფსიქოლოგის, ისე კლიენტის მხრიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამაზე არსებობს წინასწარი ორმხრივი შეთანხმება.

​

გამონაკლისები კონფიდენციალურობაში:

 

კონფიდენციალურობის წესი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება დაირღვეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, თუ:

​

  • არსებობს რეალური და დაუყოვნებელი საფრთხე იმისა, რომ კლიენტი ზიანს მიაყენებს საკუთარ თავს ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

  • არსებობს სასამართლოს კანონიერი და სავალდებულო მოთხოვნა.

ქუქი-ფაილები (Cookies)

  • ჩვენი ვებსაიტი იყენებს ქუქი-ფაილებს (Cookies) საიტის გამართული მუშაობისთვის, მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად (მაგალითად, არჩეული პარამეტრების დასამახსოვრებლად) და ვებსაიტის ვიზიტების ზოგადი სტატისტიკის საწარმოებლად.

​

  • თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გამორთოთ ქუქი-ფაილები თქვენი ბრაუზერის (Browser) პარამეტრებიდან, თუმცა ამან შესაძლოა გავლენა მოახდინოს საიტის ზოგიერთი ფუნქციის მუშაობაზე.

​

+995501003479

თამარი სოხაძე

ინდივიდუალური მეწარმე

ID 20001060879

თბილისი, საქართველო

  • Facebook
  • Whatsapp
  • Instagram
  • TikTok
იურიდიული ინფორმაცია
ბიზნესის ზოგადი წესები და პირობები
გაუქმებისა და თანხის დაბრუნების პირობები

 

© 2026 Mtvare Psychology

​​

bottom of page